ჩვენს შესახებ
კომპანია ნატურალისტი დაარსდა 2015 წელს. მიზანი იყო ოჯახის ტრადიციის გაგრძელება მევენახეობა-მეღვინეობის და მეფუტკრეობის. სურვილი იყო მხოლოდ ნატურალური და უმაღლესი ხარისხის პოდუქცია მიგვეწოდებინა მომხმარებლისთვის.
ჩვენ ვაწარმოებთ ღვინოს და ჭაჭის არაყს უნიკალური ქართული ჯიშების ყურძნისაგან. ღვინოს ვამზადებთ ნატურალური მიმართულებით,ყოველგვარი ხელოვნური დანამატების გარეშე როგორც ქვევრში ასევე რეზერვუარებში.
ასევე ვაწარმოებთ ნატურალური თაფლისაგან თაფლის არაყს და თაფლის ღვინოს. რომელიც გამოირჩევა სასიამოვნო გემოთი და არომატით, ასევე გააჩნია სამკურნალო თვისებები.არ შეიცავს ხელოვნურ დანამატებს.
კომპანიის ყოველდღიური საქმიანობას წარმოადგენს ის რომ მხოლოდ ჩვენი ულამაზესი ბუნების მიერ ბოძებული მაღალი ხარისხის პროდუქცია მივაწოდოთ მომხმარებელს.